გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ურუგვაი 33-7 დაამარცხა

29-09-2019

საქართველოს ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა ურუგვაის ნაკრებს ანგარიშით 33-7 სძლიეს და პრემიალური ქულის მოპოვებაც მოახერხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველთა 8 ნომერი ოთარ გიორგაძე დასახელდა.


ბორჯღალოსნების მხრიდან ლელო ალექსანდრე თოდუამ, ოთარ გიორგაძემ, ლევან ჩილაჩავამ, ჯაბა ბრეგვაძემ და გიორგი კვესელაძემ დადეს. ხოლო თედო აბჟანდაძემ ოთხი წარმატებული გარდასახვა შეასრულა.


ამრიგად, მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს 1 გამარჯვება და 1 წაგება დაუგროვდა. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრაში საქართველო უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 43-14 დამარცხდა.


ჩვენი მომდევნო მეტოქე კი, წინა შეხვედრაში ურუგვაისთან ანგარიშით 30- 27 დამარცხდა და ჯამში, 2 წაგება აქვს.



https://www.interpressnews.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031