გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კახიანი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე: მისასალმებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული სიტუაციის დასტაბილურებას

30-09-2019

„მისასალმებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სიტუაციის დასტაბილურებას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას.

მისი თქმით, განცხადება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ფრენები აღდგეს, სერგეი ლავროვმა გააკეთა.

„ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე რუსეთის ხელისუფლებამ ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით მიიღო, ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930