გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მომავალ წელს ჯარისკაცების ფორმის, სამხედრო ფეხსაცმის და მათი სამხედრო ეკიპირების გაუმჯობესება იგეგმება

2-10-2019

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალ წელს ჯარისკაცების ფორმის, სამხედრო ფეხსაცმის და მათი სამხედრო ეკიპირების გაუმჯობესება იგეგმება.
ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი წარმოების სამხედრო ფორისა და ფეხსაცმლის საქართველოში წარმოებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„მოგეხსენებათ, ფორმები არის მუდმივი გამოწვევა. ეს იქნება ჩემი მუდმივი ამოცანა, რომ ჯარისკაცს ჩავაცვა ხარისხიანი ფორმა. ეს არის ელემენტარული, თუმცა არის გამოწვევა. ჩემი ამოცანა იქნება, რომ ჯარს ეცვას ხარისხიანი ფორმა, ხარისხიანი ფეხსაცმელი და ცხოვრობდეს ღირსეულ პირობებში, ჩვენს ყაზარმებში. ჩვენი ამოცანაა, რომ მათ ჰქონდეთ კარგი ხელფასი, კარგი დაზღვევა და მინდა, რომ ჯარი გახდეს სანატრელი ადგილი. ამას ჩვენ აუცილებლად შევძლებთ“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930