გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტმა გია ყანჩელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო

2-10-2019

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ქვეყანას და გია ყანჩელის შემოქმედების თაყვანისმცემლებს კომპოზიტორის გარდაცვალება მიუსამძიმრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

„დღეს 84 წლის ასაკში, სამწუხაროდ, გარდაიცვალა გამორჩეული ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი. თუ ვინმემ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას მეტი ხელოვნება, მეტი მელოდია შესძინა, ის უთუოდ იყო ერთ-ერთი. სევდიანია, რომ მისი გარდაცვალება ყვითელი ფოთლების დროს დაემთხვა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930