გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
შვილისა და რძლისგან ნაცემი მამაკაცი ავტოავარიამ იმსხვერპლა

26-02-2018

68 წლის ზაურ კორაშვილი ჯერ ძალადობის, შემდეგ კი ავტოავარიის მსხვერპლი გახდა. 

შემთხვევა ორი დღის წინ, სოფელ შილდაში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს საკუთარი შვილი და რძალი ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც, მისი ყვარლის საავადმყოფოში მოთავსება გახდა საჭირო.

ექიმების ჩარევის შემდეგ, იგი გამოკითხვაზე შს ყვარლის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს, საიდანაც უკვე სახლში ბრუნდებოდა და ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 126-ე, ძალადობისა და 276-ე, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლებით აღიძრა.

დაკავებულია მოძალადე შვილი, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.



info9.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930