გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილს არასოდეს გავაკრიტიკებ- გიორგი მარგველაშვილი

3-10-2019

მინდა შევქმნა სტანდარტი, რომ პრეზიდენტები ერთმანეთს არ აკრიტიკებდნენ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „კავკასია“-ს ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მოქმედი პრეზიდენტის მიმართ კოლეგიალობის პრინციპის დარღვევას არ აპირებს.

„პოლიტიკურ პაექრობაში არ შევდივარ. მე სააკაშვილსაც არ ვაკრიტიკებდი. მას, როდესაც ჩამოერთბა მოქალაქეობა, ეს მოხდა მისივე შექმნილი კანონით, როცა ავტომატურად ჩამოერთვა მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქოების მიღებისთანავე. მან თქვა, რომ მარგველაშვილმა ჩამომართვა მოქალაქეობაო და მე განვმარტე, რა მოხდა რეალურად“, - აღნიშნა მარგველაშვილმა. 

მისივე თქმით, „ის შეეცდება არასოდეს გააკრიტიკოს სალომე ზურაბიშვილი“. 

„უამრავი ადამიანია, ვინც ქალბატონ პრეზიდენტს აკრიტიკებს. იყოს ერთი ადამიანი ჩემი სახით, ვინც არ გააკრიტიკებს არც მას, არც ბატონ მიხეილს, არც ბატონ ედუარდს, არც ბატონ ზვიადს“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

alia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930