გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
როუზ გოტმიულერი: საქართველოში ვიზიტი ნატო-საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობის დემონსტრაციaა

3-10-2019

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტმიულერის თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატით საქართველოში ვიზიტი არის დემონსტრაცია ნატო-საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობის.


„თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ჩვენს მისიებში ავღანეთში, რაც გვაძლევს საშუალებას ვებრძოლოთ ტერორისტების თავშესაფარს და შევქმნათ პირობები ავღანეთში მშვიდობისათვის. გილოცავთ, რომ საქართველოს წარმომადგენელი შტაბის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს. ავღანეთში წარმომადგენლობის უმაღლესი პოზიციაა, რომელსაც საქართველოს ოფიცერი იკავებს ნატოს მისიებში და ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობას ამ მიმართულებით. მივესალმებით ბრიგადის გენერალ ბატონ ჯანჯღავას ამ როლში“, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31