გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

4-10-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, მობილური ტელეფონების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 18 ცალი მობილური ტელეფონი და ტელეფონის აქსესუარები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ საერთო ჯამში, 50395.35 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031