გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„20 ივნისის მოვლენები ქაჯობა იყო“ – ზაქარია ქუცნაშვილი

4-10-2019

ის რაც 20 ივნისს მოხდა მე ამას ქაჯობა ვუწოდე. იმიტომ, რომ როცა შეგიძლია გამოიყენო და ერთადერთი ინსტრუმენტი გაქვს საერთაშორისო დიპლომატია, – ამის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილმა განცხადა.


მისივე თქმით, ფაქტების შეგნებულად გაყალბებით თავდაპირველად შეეცადნენ ადამიანების გულწრფელი აღელვება გამოეწვიათ

„ის რაც 20 ივნისს მოხდა მე ამას ქაჯობა ვუწოდე. იმიტომ, რომ როცა შეგიძლია გამოიყენო და ერთადერთი ინსტრუმენტი გაქვს საერთაშორისო დიპლომატია და საერთაშორისო ფორუმები საქართველოში და ამას ვერ იყენებ ეს ქაჯობაა ჩემი აზრით. მიუხედავად იმისა, რომ მე მარტო დავრჩე საკუტარი სინდისის წინაშე ამაზე პოზიციას არ შევცვლი. ზოგიერთი მედიიის წამომადგენელი ამას იყენებდა.

ფაქტების შეგნებულად გაყალბებით თავდაპირველად შეეცადნენ ადამიანების გულწრფელი აღელვება გამოეწვიათ და პარლამენტში მათი შეჭრა ხელისუფლების დამხობისთვის გამოეყენებინათ. როდესაც ეს არ გამოუვიდათ, შემდეგ შეეცადნენ ქართული საზოგადოების გულწრფელი აღელვება გამოეწვიათ და ის მიემართათ ამჯერად უკვე „რუსთავი 2-ის“ დასარბევად. იმისათვის რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მსოფლიო თანამეგობრობის თვალში ისინი მსხვერპლნი, ხოლო ქართული საზოგადოება და მისი ხელისუფლება მოძალადედ და ანტიდასავლურ ძალად წარმოჩინებულიყო. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ამ ხაფანგმაც რომ არ გაჭრა, ადგნენ და პროპაგანდის მანქანის არქივი, მთავარი ინტელექტუალური პროდუქტი, გაასხვისეს, რითაც ათწლეულების მანძილზე სხვისი რესურსებით შექმნილი მორიგი მატერიალური სიკეთე მათთვის ხელმისაწვდომ ადგილზე მოახვედრეს – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031