გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში პედაგოგების გაცილების ცერემონია გაიმართა

4-10-2019

თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში პედაგოგების გაცილების ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიება იმ 11 მასწავლებლისთვის მოეწყო, რომლებმაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოთი ისარგებლეს. ისინი პენსიაში გიმნაზიის როგორც ახლანდელმა, ასევე ყოფილმა მოსწავლეებმა გააცილეს.

პედაგოგებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს, რის შემდეგაც კონცერტი გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები დაესწრნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031