გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირანის, აზერბაიჯანისა და პოლონეთის მოქალაქეებს საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები შემოჰქონდათ

5-10-2019

მიმდინარე წლის 24 სექტემბერიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და პოლონეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (ჯამში 198 აბი, 4 კაფსულა და 18 პაკეტი), ფსიქოტროპული (84 კაფსულა და 56 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31