გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია პრეზიდენტის შეწყალების აქტზე: პასუხისმგებელ პირს გამოძიება დაადგენს

5-10-2019

"ერთმნიშვნელოვნად ფაქტია, რომ შეწყალების სისტემა ცვლილებებს საჭიროებს და ამაზე თავად პრეზიდენტმაც განაცხადა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის მიუღებელია როგორც პოლიციების მკვლელობაში მსჯავრდებულის ასევე, ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება.

„მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის პოლიციების მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი, ისევე, როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება, როდესაც მას სასჯელიც ნახევარიც კი არ აქვს მოხდილი. რა თქმა უნდა საკანონმდებლო ცვლილებები არის საჭირო და საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტმა, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და ეს ცვლილებები უნდა მივიღოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი განხორციელებულ შეწყალებასთან დაკავშირებით, პრემიერმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებელ პირს გამოძიება დაადგენს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031