გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ვანო ჯავახიშვილი ძალიან მაგარია და ძალიან მომწონს თუ როგორ ხუმრობს ჩემზე

5-10-2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვანო ჯავახიშვილი ძალიან მაგარია და მისი ხუმრობები ძალიან მოსწონს. ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. 
"ვანო ჯავახიშვილი ძალიან მაგარია და მე ძალიან მომწონს თუ როგორ ხუმრობს, მათ შორის ჩემზე. ნუ ყველას თავისი გემოვნება აქვს და თუ ვინმეს არ მოეწონა, ამ არმოწონების გამოყენება ნაციონალური მოძრაობის ერთგული მხარდამჭერების დასაცინად ან მათზე ზემოდან საყურებლად ყოვლად უღირსი საქციელია. პირველ რიგში ამ ხალხის თავდადებაზე, პატრიოტიზმზე და იდეალიზმზე დგას ნაციონალური მოძრაობაც და ქვეყანაც, ამდენი წელია ისინი განიცდიან შევიწროებას, დამცირებას, რეპრესიებს და არავისი დასაცინი ნამდვილად არაფერი სჭირთ. მათი გამოცხადება ბელადომანებად და ბნელებად მხოლოდ ამ გამომცხადებლების პირად კომპლექსებზე და არცთუ დიდ ინტელექტზე მეტყველებს. საქმეს მიხედეთ, საქმეს! საქართველოში უნდა გათენდეს! "-დაწერა სააკაშვილა "ფეისბუქის" გვერდზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930