გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: ზარდიაშვილის პარლამენტიდან წასვლა ჩემი გამარჯვებაა

7-10-2019

პარლამენტის დეპუტატი, ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის მიერ სადეპუტატო მანდატის დატოვებას საკუთარ გამარჯვებად აფასებს.

ამასთან, ბესელია მიიჩნევს, რომ ზარდიაშვილს ეს გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიაღებინა.

„ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებდი. ვანო ზარდიაშვილი ჩემი წონითი კატეგორია არ არის და არც არასდროს ყოფილა. ეს არის კიდევ ერთი დამარცხება იმ კლანისა რომელიც მას კბილებით იცავდა. მისი გაშვების შესახებ მე პირადად მითხრა ივანიშვილმა, როდესაც მე პრინციპულად ვითხოვდი, რომ ის გაეყვანათ კომიტეტიდან. მას კლანი ჩინჩალაძე მფარველობდა, თუმცა იმდენად დიდი ზიანი მიიღო „ქართულმა ოცნებამ" და პარლამენტმა ამ ადამიანის აქ ყოფნით და იმდენჯერ ნაღმზე, რომ თვითდაზიანების რეჟიმშია გადასული.

რა თქმა უნდა, ეს წერტილი ივანიშვილმა დასვა, ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ის მიიღებდა. ზარდიაშვილი არსად წამსვლელი რომ არ იყო ეტყობოდა ინციდენტის შემდეგ მის ქცევებს"-განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას წინ მისი და ეკა ბესელიას მწვავე დაპირისპირება უძღოდა, როდესაც ბესელია მას ფიზიკურად შეეხო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031