გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი აბაშიშვილი: არ არის მარტივი ოკუპანტებთან ურთიერთობა

26-02-2018

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ცხინვალის ციხეში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსასვენებლად ყველა საახელმწიფო უწყება მუშაობს. როგორც გიორგი აბაშიშვილი განმარტავს, ოკუპანტებთან ურთიერთობა მარტივი არაა, თუმცა საკითხის დროულად მოსაგვარებლად ყველაფერი კეთდება.

 

,,აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყება, ყველა დონეზე მუშაობს იმისათვის, რათა დროულად მოხდეს ერთის მხრივ სამწუხაროდ გარდაცვლილის გადმოსვენება და ასევე ორი დაკავებულის გათავისუფლება.

აც ერთი ადამიანი არცერთი წუთი არ იშურებს ძალისხმეავას, რომ საკითხი დროულად იქნეს მოგვარებული. არ არის მარტივი ოკუპანტებთან ურთიერთობა თუმცა ყველა საჭირო საშუალებას ვიყენებთ იმისთვის, რომ ეს საკითხი დროულად იქნეს გადაწყვეტილი“- განაცხადა აბაშიშვილმა.

 

 

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930