გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"პარლამენტში კიდევ დარჩნენ "კოლექტიური ზარდიაშვილები"

7-10-2019

დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, ზარდიაშვილთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა:

 

 

 

„ზარდიაშვილის გაშვებით „ქართულ ოცნებას“  შესაძლოა ამომრჩეველთან ურთიერთობის ცოტა უფრო მეტი  თავისუფლება მიეცეს, მაგრამ როდესაც ადამიანის გაშვებას იწერ აქტივად, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ „ოცნება“ ნეგატიური ადამიანებითაა გავსებული. ერთ-ერთი ასეთი იყო სწორედ ზარდიაშვილი.

პარლამენტიდან გასაშვები კიდევ ბევრია. ბევრნი არიან და მეშინია  ვინმე არ გამომრჩეს და ამით ვინმეს არ „ვაწყენინო“, ამიტომ დავარქვი მათ  „კოლექტიურ ზარდიაშვილები“. ისე, კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ „ოცნებიდან“ გასაშვები. მოკლედ,  ეს უკვე ამ პარლამენტში უსაქმურობის და ბნელი საქმეების კეთების ფენომენია.“

 

alia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31