გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაშველებმა მდინარე რიონში მეთევზე გადაარჩინეს

7-10-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის ინფორმაციით, ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის ხიდის ქვეშ, მდინარე რიონში იმყოფებოდა მოქალაქე, რომელსაც მაშველების დახმარება ესაჭიროებოდა.

68 წლის მამაკაცი მდინარე რიონში სათევზაოდ იყო შესული, რა დროსაც, წყლის დონის მომატების გამო მდინარეში არსებულ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე გასვლა ვეღარ შეძლო.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც მამაკაცი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილზე, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930