გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილი იკითხება

26-02-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე შს ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს კითხავენ. 
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე დაიკითხება ვიდეო-ექსპერტი, რომელმაც უნდა უარყოს ან დაადასტუროს ბუტა რობაქიძის დაკავების ამსახველი ვიდეო-კადრების უწყვეტობა.
„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როგორც აუდიო ასევე ვიდეო ნაწილში პირველი წამებიდან დასტურდება მონტაჟი, რაც დადასტურებული აქვთ ექსპრეტებს, შესაბამისი დასკვნით და რასაც დაადასტურებენ დღევანდელ პროცესზეც.
ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხება მისთვის ცნობილი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით“- განაცხადა პროკურორმა გიორგი ოსაძემ.
ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს დიდუბის პანთეონთან სპეცოპერაციისას დაღუპა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930