გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარს აცხადებს

26-02-2018

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ცხინვალში სამი დღის წინ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარს აცხადებს.
ამის შესახებ ცნობილი ერგნეთში არაგეგმიური შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც დაახლოებით 2 საათი მიმდინარეობდა. 
არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეხვედრაზე სამი მოთხოვნა წამოაყენა. ესენია: არჩილ ტატუნაშვილის საქართველოში გადმოსვენება, მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი ქართველის გადმოცემა და ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტის ობიექტური გამოძიება, თუმცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ჩამოთვლილთაგან არცერთი არ დააკმაყოფილა. 
სუს-ის ანალისტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება გარდაცვლილი ქართველის გადმოცემას მანამ არ აპირებს, სანამ ექსპერტიზას რუსეთიდან მიწვეული სპეციალესტები არ ჩაატარებენ.

„დღევანდელ დღეს გადმოსვენებაზე დე-ფაქტო ხელისუფლებამ ფაქტიურად უარი განაცხადა. მათ დაასახელეს თითქოსდა მიზეზი, რომ ელოდებიან რუსეთის საექსპერტო ბიუროს დასკვნას ცხედართან დაკავშრებით. ჩვენ მოვთხოვეთ, რომ ცხედარი გადმოეცეს იჯახს და დასკვნა მივიღოთ მოგვიანებით, ამასთან დაკავშირებით მათ განაცხადეს, რომ ისინი დაუკავშირდებიან რუსეთის ფედერაციის შესაბამის უწყებას და გარკვეულწილად ეს მოთხოვნა კვლავაც ჩვენს დღის წესრიგშია. მაგრამ ეს რეალურად არსებით მოცემულობას არ ცვლის. ჩვენი მხრიდან ცხედრის მიღება რაც შეიძლება მალეა აუცილებელი“- განაცხადა ქემოკლიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930