გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მიმდებარედ, სოკოს საწარმოსთან რუსთავის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

15-10-2019

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოკოს საწარმო „თეთრ ქუდთან" რუსთავის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.აქციის მონაწილეების განცხადებით, რამდენიმე თვეა პერიოდულად, ქალაქში უსიამოვნო სუნია, რაც, მათი თქმით, სწორედ სოკოს საწარმოდან ვრცელდება.

საწარმოსთან გარემოს ეროვნული სააგენტოს, სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტებიც იმყოფებიან. ამ დროისთვის საწარმოს ადმინისტრაციასა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

საწარმოსთან მიმდინარე აქციის გამო, გარკვეული დროის განმავლობაში სამუშაო პროცესი შეწყვეტილი იყო. „თეთრ ქუდში" დასაქმებულები აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ და პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მათი განცხადებით, თუ შესაბამისი უწყებები საწარმოს, შემოწმების შემდეგ გააჩერებენ, ისინი სამსახურის გარეშე დარჩებიან.

"ინტერპრესნიუსი"


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930