გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
20 ივნისის საქმეზე დაკავებულებმა სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარეს, ამას გარდა, დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები უდაოდ ცნო

18-10-2019

20 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2000-2000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს, ამას გარდა, დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები უდავოდ ცნო.

აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრლადების მხარე დაეთანხმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930