გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აშშ-ში სიკვდილით დასჯა გადაიდო, რადგან პატიმარს ვენა ვერ უპოვეს

26-02-2018

აშშ-ში სიკვდილმისჯილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას გადაურჩა, რადგან სამედიცინო მუშაკებმა ინექციისთვის მასზე ვენა ვერ იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა Metro წერს.


დოილ ლი ჰემმა სასტუმროს ხელმძღვანელი პატრიკ კანინგემის მკვლელობისთვის 1987 წელს გაასამართლეს. სიკვდილით დასჯა გასულ კვირას უნდა აღესრულებინათ. ორი საათის განმავლობაში ექიმები ჰემისთვის სასიკვდილო ინექციის შეყვანას ცდილობდნენ, სინჯავდნენ მის სხეულს და შესაბამისი ვენის პოვნა უნდათ, მაგრამ ამაოდ.


საქმე ისაა, რომ ნარკოტიკების ხშირი მოხმარების და შემდგომ სიმსივნის მკურნალობის და ჰეპატიტის გამო, სიკვდილმისჯილის ვენები ძალიან დაზიანდა.

წარუმატებელი სიკვდილით დასჯის გამო გამოძიება დაიწყო. ჰემი ჯერჯერობით ცოცხალია.





imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031