გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

21-10-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერებისას, ნარკოტიკული (1,643 აბი და 432 კაფსულა) და ფსიქოტროპული (46 კაფსულა და 15 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031