გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცხინვალის იზოლატორიდან უკანონო პატიმრობაში მყოფი ლაშა ხეთერელი გაათავისუფლეს

23-10-2019

ორთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს. ლაშა ხეთერელი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 25 აგვისტოს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გათავისუფლების შემდეგ ხეთერელი ქართველმა სამართალდამცველებმა გორში, პოლიციის სამმართველოს შენობაში გამოკითხეს. ლაშა ხეთერელმა პოლიციის შენობა მან გვიან ღამით, კომენტარის გარეშე დატოვა. ხეთერელი მარნეულში, შაუმიანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.

rustavi2


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930