გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ცნობილი მეცენატები არიან

23-10-2019

„ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი არიან ცნობილი მეცენატები. ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამ გაუკეთებია და კვლავ აკეთებს“-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მილიარდები იხარჯება იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი ტურისტული ინფრასტრუქტურა, აღდგეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა.

„ეს არის უანგარო დახმარება და, რა თქმა უნდა, ის არის გლობალური მასშტაბის მეცენატი და არაფერია გასაკვირი იმაში, ის ყურადღებას უთმობს, როგორც საქართველოს განვითარებას, ასევე გლობალური პრობლემების - კლიმატური ცვლილებების გადაჭრას. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სამყაროში და ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება მოქმედებს საქართველოზეც. ეკოლოგიური გამოწვევები არის ერთ-ერთი დიდი საფრთხე“-აცხადებს მინისტრი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930