გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირადობის მოწმობის დაკარგვის შესახებ პოლიციაში განაცხადი სავალდებულო გახდება

24-10-2019

"პირველი ნოემბრიდან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დაკარგვის შესახებ პოლიციაში განაცხადი სავალდებულო გახდება", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"პირველი ნოემბრიდან ახალი წესი შედის ძალაში, რომელიც ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს. ხდება ხოლმე, როცა ჩვენ დავკარგავთ ან მოგვპარავენ პირადობის დამადასტურებელ ბიომეტრიულ პასპორტს, მაშინ იმისთვის, რომ მოხდეს განახლება, აღარ იქნება საკმარისი დაკარგვის შესახებ მხოლოდ იუსტიციის სახლში უბრალო განცხადება, არამედ აუცილებელი იქნება, რომ პასპორტის შეცვლამდე მოქალაქემ მოიტანოს დასტური იმისა, რომ ამ ამბის შესახებ განაცხადა პოლიციაში",- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ახალი წესი ვრცელდება როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე. აღნიშნული ცვლილების მიზანი არის ის, რომ მოქალაქეებმა ცრუ ინფორმაციის საფუძველზე, თითქოს დოკუმენტი დაკარგეს, არ მიიღონ ახალი მოწმობა და არ ისარგებლონ ორი პასპორტით. 

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031