გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა მძიმეა

29-10-2019

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 77 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

მას სხეულის 35%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 

"თავი მთლიანად აქვს დამწვარი, ორივე ზედა კიდური და ასევე გულ-მკერდის წინა ზედაპირი. ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება და ე.წ. ბაროტრავმა, რაც სავარაუდოდ, აფეთქებამ გამოიწვია. მისი მდგომარეობა მძიმეა და უტარდება დამწვრობის შესაბამისი მკურნალობა",- აცხადებს გუგა ქაშიბაძე დამწვრობის ცენტრის დირექტორი.

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე კორპუსში აფეთება გუშინ,28 ოქტომბერს, საღამოს მოხდა. დანგრეულია საცხოვრებელი ბინის მეხუთე სართული. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031