გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქობულეთში, ავარიისას გარდაცვლილები არასრულწლოვნები არიან – შემზარავი შემთხვევის დეტალები

29-10-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქობულეთში​, ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც “რეგიონულმა კვირამ” გაარკვია,  გარდაცვლილები მე-12 კლასის მოსწავლეები არიან.  ავარიის დროს  დაშავებული 3 მოზარდი კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს,  ბრიგადას ავარიის ადგილზე ორი ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი დახვდა. მედიკოსების თქმით, დაშავებულებიდან ერთ-ერთი მათგანის, ახალგაზრდა გოგონას მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ბიჭებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქობულეთში​ მსუბუქი ავტომობილი ხეს  შეეჯახა. ადგილზე მობიზილებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

შს სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

"კვირა"

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31