გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ ახალ საწარმოს გახსნის

27-02-2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ ქვემო ფონიჭალაში, ვაგზლის ქ. 15ა-ში მდებარე საწარმო „პოლიმერ 1“-ს გახსნის.


საწარმო ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია და სახელმწიფოს მხარდაჭერით გოფრირებული მილების წარმოებას გეგმავს.
კომპანია 1985 წლიდან სასმელი წყლისა და გაზის მაგისტრალური სადენებისთვის პოლიეთილენის მილებს აწარმოებს. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანიამ გოფრირებული მილების დამამზადებელი დანადგარების, ნედლეულისა და მზა პროდუქციის ხარისხის განმსაზღვრელი საქარხნო ლაბორატორიის დანადგარების შეძენა, ახალი საწარმოს აშენება და წარმოების ასორტიმენტის გაფართოება შეძლო.

ქარხანაში, სადაც ამჟამად 90 ადამიანია დასაქმებული, წარმადობის ზრდასთან ერთად დამატებით 30 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. აღსანიშნავია, რომ შპს „პოლიმერ 1“ წარმოებული პროდუქციის რელიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გეგმავს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930