გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ესპანეთში „ვეფხისტყაოსნის“ ესპანური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა

31-10-2019

საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და მალაგის უნივერსიტეტის გამომცემლობის მხარდაჭერით, ესპანეთის ოფიციალური ბეჭდვით სააგენტოში BOE, ჩატარდა „ვეფხისტყაოსნის“ ქართული გამოცემის გრაფიკული ვერსიისა და მალაგის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული პოემის ესპანური თარგმანის პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ესპანეთში საქართველოს ელჩმა, ილია გიორგაძემ და სააგენტოს დირექტორმა, მანუელ ტუერო სეკადესმა. ელჩმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ვეფხისტყაოსნის ეროვნულ ფასეულობაზე და თამარ მეფის ეპოქაზე. მალაგის უნივერსიტეტის გამომცემლობის ხელმძღვანელმა, როსარიო მორენომ ყურადღება გაამახვილა პოემის ლიტერატურულ ღირებულებაზე და ესპანურის თარგმანის ახალი გამოცემის მნიშვნელობაზე.

პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო პოემის პროლოგის კითხვა ესპანურ და ქართულ ენებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ესპანეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ესპანეთის აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031