გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აღმოაჩინეს სამარხი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლის შესახებ გზავნილებს შეიცავს

28-02-2018

ეგვიპტეში მდებარე უძველეს სამარხში ათობით ქვის კუბო და მედალიონები იპოვეს, რომელიც გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლის შესახებ გზავნილს შეიცავს.

 ინფორმაციას BBC ავცელებს.

 სამარხი ქალაქ მინიასთან, ქაიროს სამხრეთით მდებარეობს. ნეკროპოლი 2000 წელზე ძველია და მის ამოსათხრელად კიდევ 5 წელია საჭირო.

ევროპის ანტიკური ძეგლების მინისტრის ხალედ ალ-ენანის თქმით, სამარხი მოიცავს 40 სარკოფაგს, ძვირფასეულობას, თიხის ნაწარმს და ოქროს ნიღაბს.

"ეს ახალი აღმოჩენის დასაწყისია. ცოტა ხანში შუა აღმოსავლეთს კიდევ ერთი არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობა ექნება," - განაცხადა მინისტრმა.

არქეოლოგების თქმით, ბოლო სამი თვის მანძილზე 8 საფლავი იპოვეს, თუმცა მეტის აღმოჩენას ელოდებიან.



ambebi.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930