გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერია ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დაკომპლექტების პროცესშია

28-02-2018

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დაკომპლექტების პროცესშია.

ამასთან დაკავშირებით თბილისის მერა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური ამოქმედდა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიისთვის სიახლეა. 

„აქამდე ასეთი სტრუქტურული ერთეული არ ფუნქციონირებდა და ურბანული პოლიტიკის გატარება მერიის საქალაქო სამსახურის დონეზე არ ხდებოდა. ამჟამად, ამ სამსახურის დაკომპლექტების პროცესში ვართ და მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, რომ მიიღოს მონაწილეობა კონკურსებში, რომელიც აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე იქნება. ჩვენ კეთილსინდისიერი ადამიანები გვჭირდება, ვისაც საკმაო გამოცდილება აქვს იმისა, რომ ამ მიმართულებით იმუშაოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი ქალაქის უკეთესი მომავლის შექმნისთვის მნიშვნელოვანია. 

„ეს მხოლოდ და მხოლოდ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს არ ეხება. მგონია, რომ ყველა მიმართულებით აუცილებელია ღია კონკურსები გამოვაცხადოთ იმისთვის, რომ უფრო მეტი კონკურენცია იყოს და მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს“ - აღნიშნა კახა კალაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031