გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბერძნეთში დააკავეს ქართველი მძღოლი, რომელსაც არალეგალი მიგრანტები მანქანა-მაცივრით გადაჰყავდა

5-11-2019

საბერძნეთში ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც 41 არალეგალი ავღანელი მიგრანტი მანქანა-მაცივრით გადაჰყავდა. დაკავებული პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაშია გადაყვანილი. შემთხვევა ქალაქ სანტის ახლოს მოხდა. დაკავებულის ვინაობა უცნობია.

სატვირთო მაცივარში აღმოჩენილი მიგრანტების დიდი ნაწილი ავღანეთიდანაა. მაცივარი ჩართული არ იყო, თუმცა მიგრანტების ნაწილს საავადმყოფოში გადაყვანა მაინც დასჭირდა.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყანაში იგეგმებოდა მათი გადაყვანა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31