გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ხელმძღვანელობას შეხვდა

5-11-2019

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

ქაბულში, მისიის შტაბ-ბინაში ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად საქმიანი შეხვედრები გამართა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ხელმძღვანელთან, გენერალ ოსტინ სკოტ მილერთან, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის უფროსთან და ნატოს უმაღლეს სამოქალაქო წარმომადგენელთან ელჩთან - სერ ნიკოლას კეისთან. შეხვედრებზე მხარეებმა ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების როლსა და მათ წვლილზე ისაუბრეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო აღებული ვალდებულების ერთგული რჩება, გააგრძელებს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას და მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რაც ერთადერთი რეალური გზაა სტაბილური მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930