გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟეებმა 36,020 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

6-11-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 36,020 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

სგპ „წითელი ხიდი“ მომხდარი ფაქტების გამო, აზერბაიჯანის მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სხვა სამართალდამრღვევ მოქალაქეებსაც ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31