გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება, საუბარია1 მილიარდ ევროზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე დაიხარჯება

9-11-2019

,,ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება. ჩვენ ადვილად ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე, საუბარია 1 მილიარდ ევროზე, რომელიც ამ უნივერსიტეტის მშენებლობაზე დაიხარჯება“,- ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

,,ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება. ჩვენ ადვილად ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე, საუბარია 1 მილიარდ ევროზე, რომელიც ამ უნივერსიტეტის მშენებლობაზე დაიხარჯება. როცა ვსაუბრობთ, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილ განათლების რეფორმაზე, ეს არის უდიდესი კომპონენტი ამ რეფორმაში. ვერცერთმა ადამიანმა, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა ადრე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე გაეთვალა თავისი გეგმები, ეს პირველი გაბედა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ, მაშინ როცა ამ მასშტაბის რეფორმა დაიწყო და ამ მასშტაბის, კონკრეტულ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა, რომ ამ მასშტაბის ქველმოქმედება განახორციელა. 1 მილიარდი ევრო დაიხარჯება იმაში, რომ ჩვენ შვილებს, ჩვენ მომავალ თაობებს ჰქონდეთ გაცილებით მაღალი ხარისხის განთლება, იყვნენ გაცილებით კომპეტენტურები, ვიდრე ჩვენ ვართ, არ ქონდეთ პრობლემა დასაქმების და საქართველოში, ადგილზე მიიღონ ევროპული ხარისხის განათლება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31