გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ტოჩინოშინმა კიუშიუ ბაშოს ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

12-11-2019

ქალაქ ფუკოაკოში მიმდინარე კიუშიუ ბაშოზე ტოჩინოშინმა მესამე ბრძოლა გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგაძემ ენდოს დამარცხება ჰატაკიკომით შეძლო. ქართველმა სუმოისტმა ოძეკის ტიტული დაკარგა და სეკივაკეს წოდებით ასპარეზობს.

მეოთხე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც, ქართველის მსგავსად, მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს მოგებული.

ლევან გორგაძეს კიუშუ ბაშოზე ოძეკის პრივილეგია ექნება და 10 გამარჯვების შემთხვევაში ამ უკანასკნელ რანგს დაიბრუნებს.

2019 წლის რიგით უკანასკნელი სუმოს ტურნირი კიუშუ ბაშო 10 ნოემბერს დაიწყო. ჩემპიონატი ქალაქ ფუკოაკოში იმართება. ტურნირი 24 ნოემბერს დასრულდება.


https://imedinews.ge/ge/sporti/121028/tochinoshinma-kiushiu-bashos-turnirze-pirveli-gamarjveba-moipova

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31