გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერმა ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული მოზარდები მოინახულა

1-03-2018

თბილისის მერმა კახა კალაძემ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკასა და „ამტელ ჰოსპიტალში“, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული მოსწავლეები მოინახულა.


კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ინგოროყვას კლინიკაში გარდაცვლილი მოსწავლის ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ ბავშვის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.


„სამწუხარო ფაქტი მოხდა. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი და სიტყვებით გადმოცემა. მინდა ოჯახს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო. დანარჩენი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ალბათ ხვალ უკვე გაწერენ სახლში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული მოსწავლეები თბილისის მერთან ერთად, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ და კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ მოინახულეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930