გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეიდან თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებთან გაჩერდებიან

1-03-2018

თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის  სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, დედაქალაქის მერიის აღნიშნული პროექტი პირველი მარტიდან ამოქმედდება. 

„აქამდე მოქმედი გაჩერების წესი ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს მნიშვნელოვნად ზრდიდა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გთხოვთ, მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია მოსახლეობას, თუ რომელი ქუჩებია, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე უნდა გაჩერდეს მიკროავტობუსები. ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მას ანალოგიურად, მთელი თბილისის მასშტაბით განვახორციელებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი გარკვეულწილად, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ქაოტური გადაადგილების მოგვარების შესაძლებლობას იძლევა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031