გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს

14-11-2019

"ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, აქცია იმართება.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი ამბობს, აქცია პარლამენტთან გადაინაცვლებს.

მათი მოთხოვნაა, დეპუტატებმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი არ ჩააგდონ.

"თუ წითელ ღილაკს დააჭერენ ხელს და კანონპროექტს ჩააგდებენ, დეპუტატებს პარლამენტიდან გამოსვლა გაუჭირდებათ, დისკომფორტს შევუქმნით. კანონის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პარლამენტის ამ შემადგენლობამ მორიგი შავ-ბნელი საქმეები არ აკეთოს ჩვენი ქვეყნის სახელით. დღეს აქვს ბოლო შანსი "ქართულ ოცნებას", ან გავა პირველი მოსმენით კანონპროექტი, ან მიიღებენ ძალიან მწვავე რეაქციას", - აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.

შეგახსანებთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, "ქართულ ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობაა. სწორედ აღნიშნულ საკითხს განიხილავენ უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31