გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რეაბილიტაცია უტარდება

15-11-2019

ბათუმში, კ.გამსახურდიას ქ.N12/მემედ აბაშიძის ქ.N25-ში მდებარე XIX საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რეაბილიტაცია უტარდება.

1900 წელს საგანგებოდ ბანკისთვის აგებულ ორსართულიან შენობაში თბილისის კომერციული ბანკის ბათუმის განყოფილება იყო განთავსებული. ნაგებობამ იერსახე XX-XXI საუკუნეებში განხორციელებული რეკონსტრუქციის შედეგად შეიცვალა. მიუხედავად რეკონსტრუქციებისა შენობის ინტერიერი იყო ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებდა დროულ რეაბილიტაციას.

შენობა თავისი მასშტაბითა და საკვანძო მდებარეობით, ქალაქის მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენს.

სარესტავრაციო სამუშაოებს, დარგის სპეციალისტების კვლევის საფუძველზე ინვესტორი (შპს ,,სტარ კაპიტალი’’) ახორციელებს, რომელიც რამდენიმე მილიონის ლარის ინვესტიციას დებს მაღალი კლასის სასტუმროს მოწყობის მიზნით. ძეგლზე სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზედამხედველობით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031