გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ სალხინოს მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის კერებამდე სპეცტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება

19-11-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოს მიმდებარედ, ტყის მასივი იწვის.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი მთის ფერდობზე, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

„რთული რელიეფის გამო, ადგილზე ვერ ხერხდება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა. მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალი ძალა. 50-მდე მეხანძრე-მაშველი სოფელ სალხინოში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.

მიმდინარეობს დაკვალიანებული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები“-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31