გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე IRI-ს კვლევებს უნდობლობას უცხადებს

19-11-2019

„გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვენდობი ამ კვლევებს. 2012 წლამდეც და შემდეგაც ყველა
კვლევა რეალობასთან აცდენილი იყო“ - ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს IRI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა.

IRI-ს კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 23 % მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 15%.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა.

საინტერესოა საზოგადოების ნეგატიური განწყობა ცალკეული ლიდერების მიმართ. ნეგატივით ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი. აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევების თანახმად, საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებისადმი ნდობა მკვეთრად შემცირდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930