გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და ევროკავშირის ელჩს შეხვდა

19-11-2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეტ რუდს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პოლიტიკური პროცესის კონსტრუქციულად გაგრძელების შესაძლებლობები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები და პარლამენტის საშემოდგომო სესიის მნიშვნელოვანი თემები განიხილეს.

არჩილ თალაკვაძემ ელჩებს მადლობა გადაუხადა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე ჩართულობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და უკანონოდ დაკავებული ექიმი მალე დაუბრუნდება ოჯახს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031