გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ამ ეტაპზე A კატეგორიაში 13000-ზე მეტი მძღოლი დარეგისტრირდა

20-11-2019

ტაქსების უფასო ქიმწმენდის ვაუჩერით მეორე ეტაპზე, 1-ლი ნოემბრიდან დღემდე 500-მდე ტაქსის მფლობელმა ისარგებლა-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, პირველი ეტაპისგან განსხვავებით ვაუჩერებით სარგებლობის მაჩვენებელი მაღალია.

„ჩვენ ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპი დავიწყეთ და პირველი ეტაპისგან განსხვავებით გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. იმ მოწოდებების შემდეგ, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა გაჟღერებული, დღეის მდგომარეობით 500-მდე ვაუჩერი არის გაცემული, როდესაც პირველ შემთხვევაში მთლიანად 87 ვაუჩერი იყო გამოყენებული“,-განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ამ ეტაპზე A კატეგორიაში 13000-ზე მეტი მძღოლი დარეგისტრირდა. მისივე თქმით, ეს ციფრი მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31