გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

22-11-2019

დიდ დიღომში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, დეპუტატ მამუკა მდინარაძის მაჟორიტარული ბიუროს ოფისთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრები და მათი მხარდამჭერები მაჟორიტარული ბიუროს ოფისის კარზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ.

აღნიშნულის საშუალება კი, მათ პოლიციამ და ადგილზე შეკრებილმა მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა არ მისცეს.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა.

ვითარება სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

metronome

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930