გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: დილიდან გაცვეთილი კმარელების უნიჭო პერფორმანსებს ვუყურებთ

22-11-2019

„დილიდან ვუყურებთ ვეტერანი, გაცვეთილი მეორადი კმარელების უნიჭო პერფორმანსებს“, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ მაჟორიტარული ოლქებისთვის ბოქლომების დადებას.

მისი თქმით, ოპოზიცია პოლიტიკურ მარაზმში გადავიდა.

„ეს ადამიანები ამ წლების განმავლობაში ვეღარ განვითარდნენ და მაშინდელი მეთოდოლოგიით რაღაც სპექტაკლებს აწყობენ, რომელსაც გაგრძელება არ აქვს.

ეს პოლიტიკური მარაზმი და მარგინალიზაცია, რაც დაემართათ „ნაციონალური მოძრაობას“ და მისი სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს, ალბათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოედგინათ თავად მათ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

"პია"

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930