გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მართლმადიდებლად მოქცეულმა შვედმა კარლ ანდერს ბრაიტჰოლცმა, საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყნის შესახებ წიგნი დაწერა

23-11-2019

დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა შვედი ავტორის, კარლ ანდერს ბრაიტჰოლცის წიგნის პრეზენტაციას "რვა დღე საქართველოში: წიგნი მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სამყაროში მომლოცველობის შესახებ".

კარლ ანდერს ბრაიტჰოლცი ექვსი წლის წინ გახდა მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი. მან ამ ხნის განმავლობაში საქართველოსა და წმინდა ათონის მთაზე მოსალოცად იმოგზაურა. საკუთარ წიგნში ბრაიტჰოლცი აღწერს საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებასა და ისტორიულ სიმდიდრეს.

გარდა ისტორიული და რელიგიური ფაქტებისა, წიგნი მდიდარია ავტორის შთაბეჭდილებებით. შვედი მართლმადიდებელის მიერ დანახულმა საქართველომ აუდიტორიის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, საელჩო დამსწრე საზოგადოებას მიღებითა და ქართული ღვინით გაუმასპინძლდა, რომელზეც მსმენელს საშუალება ჰქონდა, პირადად გასაუბრებოდა წიგნის ავტორს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ შვედური და დანიური მართლმადიდებლური მრევლის, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31