გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზერბაიჯანის სოფელ ვანდამში ჟან-კლოდ ვანდამს ძეგლი გაუხსნეს

25-11-2019

აზერბაიჯანის სოფელ ვანდამში ცნობილ მსახიობ ჟან-კლოდ ვან დამს ძეგლი დაუდგეს. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური წერს.

ძეგლის ავტორი შაკირ ემინბეილია, მისი იდეა კი მოქანდაკე აზად ალიევმა განახორციელა. მსახიობის ოფიციალურ გვერდზე ქანდაკების ფოტო გამოქვეყნდა, ვანდამმა მის შექმნელებს მადლობა გადაუხდა.

ჟან-კლოდ ვანდამმა პოპულარობა 90-იან წლებში მოიპოვა, მას შემდეგ რაც ისეთ ფილმებში მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა „სისხლიანი სპორტი“, „ორმაგი დარტყმა“, უნივერსალური ჯარისკაცი“ და სხვა.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930