გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

25-11-2019

მეტეხის გვირაბებში 25-დან 29 ნოემბრამდე 3D ლაზერული სკანირება და სტრუქტურული მდგომარეობის შემოწმება იგეგმება. სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად, ღამის საათებში.

აქედან გამომდინარე, მარცხენა და მარჯვენა გვირაბები ორ-ორი ღამის განმავლობაში დაიკეტება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 25 და 26 ნოემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება იალბუზის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით.

აქედან გამომდინარე, იალბუზის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორთაჭალჰესისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

ასევე, 27 და 28 ნოემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბი დაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ტრანსპორტი იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის გავლით პუშკინის ქუჩის მიმართულებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031